"ნუ იყენებთ ძალას ჩვენი შვილების წინააღმდეგ" - რუსული კანონი ქართველმა ემიგრანტებმა ლოს ანჟელესშიც გააპროტესტეს

05.05.24 11:55
"ნუ იყენებთ ძალას ჩვენი შვილების წინააღმდეგ" - რუსული კანონი ქართველმა ემიგრანტებმა ლოს ანჟელესშიც გააპროტესტეს

მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ხელისუფლებას, ნუ იყენებთ ძალას ჩვენი შვილების წინააღმდეგ - ამ მოწოდებით ლოს ანჟელესის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეები გავიდნენ. არას რუსულ კანონს ქართველი ემიგრანტებიი ოკეანის გადაღმიდანაც ეუბნებიან. ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საქართველოსს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უკან გაიწვიონ რუსული კანონი და ხელი აღარასდროს შეუშალონ ქვეყნის ევროინტეგრაციას. იძულებით შრომით მიგრაციაში შტატებში წასული ჩვენი თანამოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ მაისის გმირებს, ვინც რუსულ კანონს უწყვეტად რუსთაველის გამზირიდან ეუბნებიან "არას".