მიზანმიმართული სანქციების დროა - ბობ ჰამილტონი

05.05.24 12:45
მიზანმიმართული სანქციების დროა - ბობ ჰამილტონი

"საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" ევრაზიის კვლევების დირექტორი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ბობ ჰამილტონი წერს, რომ მომდევნო თვეებია საქართველოს მოქალაქეებისთვის ეგზისტენაციალური იქნება. მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა. 

მომდევნო თვეები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური იქნება. თუ "ქართული ოცნება" თავისას მიაღწევს, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ის დაასრულებს სამოქალაქო საზოგადოების ჩამონგრევის პროცესს. ლექციების კითხვის გარდა, მზად არიან თუ არა დასავლეთის სახელმწიფოები გააკეთონ რამე? მიზანმიმართული სანქციების დროა," - წერს X-ზე ჰამილტონი.