"ნეიტრალური და ნელ-თბილი" - თეოლოგები სააღდგომო ეპისტოლეზე
"ნეიტრალური და ნელ-თბილი" - ასე აფასებენ თელოგები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს. თეოლოგი ლელა ჯეჯელავა ამბობს, რომ ეპისტოლე გამორჩეული იყო იმით, რომ იქ ის პათოსი არ ჩანდა, რომელი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებებში იკითხება. თეოლოგი ფიქრობს, რომ საპატრიარქომ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, ამიტომ პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებს.
ეს ეპისტოლე იყო ნელ-თბილი, განსაკუთრებით, იმ არაჩვეულებრივი ღამის ფონზე, რაც შედგა თბილისში. მაგრამ, გამორჩუელი იყო იმით, რომ აქ არ ჩანდა ის პათოსი, რომელიც ჩვენ გვესმოდა ადრინდელი განცხადებებიდან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გაკეთებული. მე აქ დავინახე, საპატრიარქომ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, ის ბოლომდე ვერ ჩაწვდა იმ პროცესების სიღრმეს და შინაარსს, რომელიც ახლა თბილისში ხდება. გუშინ საქართველოში მოხდა ახალი ქრისტიანობის დაბადება, გუშინ საქართველოში მთელი ერი, პირველად ჩემს მეხსიერებაში, ეზიარა ერთობლივად ქრისტეს განურჩევლა სქესისა, ეროვნებისა, მრწამსისა და ა.შ. სამწუხაროდ, ეს გამოძახილი მე ვერ დავინახე ეპისტოლეში და ამიტომაც ვუწოდე მას ნელ-თბილი, - ამბობს ლელა ჯეჯელავა.
თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ პატრიარქი პოლიტიკურ პროცესებში კარგი გაგებით არ ერევა, რადგან ეკლესია ყევლასია და არა რომელიმე მხარის.
ეს იყო ნეიტრალური. საპატრიარქო და პატრიარქი ამ თავისი გზავნილით კარგი გაგებით არ ერევა ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, არ ირებს არცერთ მხარეს და ყველას მოუწოდებს მშვიდობისკენ, რომელშიც უნდა გაგვაერთიანოს სამშობლოს სიყვარულმა. როდესაც ქვეყანაშ არის გარკვეული პოლიტიკური პროცესი, ეკლესია არ იღებს ერთ-ერთ მხარეს, იმიტომ, რომ ეკლესია არ არის ერთი მხარის ეკლესია, არამედ ყველას უნდა აერთიანებდეს, - ამბობს ლევან აბაშიძე.
პატრიარქის ეპისტოლე მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ გააცნო. გაერთიანება, მშვიდობიანი თანაცხოვრება და მონანიება - ეს ის სამი ძირითადი აქცენტი იიყო, რომელიც ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში დაწერა. კათოლისკოს პატრიაქრმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ პოლიტიკური პროცესების გამო ქვეყანაში სააღდგომო სიხარულის განწყობა არ იგრძნობა. ერის სულიერი წინამღვარი იმედს გამოთქვამს, რომ გაყოფილ საზოგადოებას სამშობლოს სიყვარული გააერთიანებს და მშვიდობიან თანაცხოვრებას შევძლებთ. გარდა ამისა, ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში ჩაწერა, რომ ლოცულობს უკრაინისთვის და ახლო აღმოსავლესითვისაც.