არა რუსულ კანონს! - ანტირუსული მიტინგი ქართველმა ემიგრანტებმა ბარსელონაშიც გამართეს
ანტირუსული მიტინგი იყო ესპანეთშიც. ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და "ქართულ ოცნებას" რუსული მთავრობა უწოდეს. ემიგრანტები გაბრაზებული არიან ბიძინა ივანიშვილზეც, რომელიც არ უსმენს ხალხს, არ უსმენს საქართველოს ყველაზე სანდო და სტრატეგიულ მოკავშირეებს, ქვეყანას რუსეთიზაციას უპირებს და ევროპულ მომავალს ართმევს.