ფაიზერის ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა - გაბუნია

13.07.21 12:04
ფაიზერის ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა. გაბუნია მოუწოდებს საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

უახლოეს დღეებში შემოვა ფაიზერის ვაქცინა და მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ ფაიზერის ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუკი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია, მაგრამ დღეს არსებული ყველა ვაქცინა, რომელიც გვაქვს - სინოფარმი, სინოვაკი, ასტრაზენეკა, არის დადასტურებული ეფექტურობის და თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ამდენად მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ", - ამბობს გაბუნია. 

მსგავსი სიახლეები