მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს

05.05.24 16:06
მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს

მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს. გოგონა ძებნის დროს საკუთარმა ბიძამ გადავარდნილი ავტომობილის მიმდებარედ ნახა. რაც შეეხება კიდევ ორ დაკარგულ სკოლის მოსწავლეს, მდინარე ნაკრასა და ენგურში, ასევე, ხეობაში მათი ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება.

"პაჯეროს" მარკის ავტომობილით მესტიაში, სოფელ ნაკრისკენ მიმავალი სამი არასრულწლოვანი ხევში სამი დღის წინ გადაიჩეხა და მდინარეში ჩავარდა.