გურიაში სააღდგომო ტრადიციული ლელობურთი მიმდინარეობს
ამ წუთებში გურიაში სააღდგომო ტრადიციული ლელობურთი მიმდინარეობს. უამინდობის მიიუხედავადб 16 კილოგრამიანი ბურთის მოსაპოვებლად ზემო და ქვემო შუხუთელებმა ბრძოლა დაიწყეს. უძველესი ეროვნული თამაშის გამო ლანჩხუთში ცენტრალური გზა გადაკეტილია. ქვიშით სავსე ტყავის ბურთი თამაშიის მონაწილეებს წელსაც წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარმა გადასცა.
თამაშის დაწყებამდე სასულიერო პირი თოფიდან გაისვრის, რაც სწორედ თამაშის დაწყების მანიშნებელია. თამაშის პრინციპი ასეთია: ქვემო და ზემო შუხუთს შორის ხიდია, რომელ მხარესაც მოთამაშეები ბურთს გადაიტანენ, ის სოფელი ჩაითვლება გამარჯვებულად.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც "ლელობურთის" თამაში დილამდეც გაგრძელებულა. არსებობს კიდევ ერთი ტრადიცია, გამარჯვებულ გუნდს ბურთი იმ ახალგაზრდის საფლავზე მიაქვთ, რომელიც სოფელში გარდაიცვალა.
თამაში საკმაოდ საფრთხის შემცველია, პროცესში არაერთი ადამიანი დაშავებულა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც თამაშის დროს მოთამაშე გარდაცვლილა.
სოფელ შუხუთში "ლელობურთს" ძეგლიც კი დაუდგეს.