ყველას პასუხისმგებლობაა, დაწყებული მთავრობით, დამთავრებული ხალხით - გამყრელიძე გარდაცვლილ ოპერატორზე

13.07.21 12:15
 ყველას პასუხისმგებლობაა, დაწყებული მთავრობით, დამთავრებული ხალხით - გამყრელიძე გარდაცვლილ ოპერატორზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებას გამოეხმაურა და მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავრობასა და საზოგადეობას დააკისრა. 

მე არ ვცემ პოლიტიკურ კითხვებს პასუხს, მაგრამ გიპასუხებთ, როგორც მოქალაქე. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ყველასი, დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა ეს, რომ საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები", - თქვა ამირან გამყრელიძემ.