პატრიარქმა მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა - მოუსმენს თუ არა "ოცნება" ილია მეორეს?

05.05.24 20:00
პატრიარქმა მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა - მოუსმენს თუ არა "ოცნება" ილია მეორეს?

 

 

ხალხი ხელისუფლების პასუხის მოლოდინში - მოუსმენს თუ არა ივანიშვილის პარტია პატრიაქს მაინც. სააღდგომო ეპისტოლეში ილია მეორე მასობრივი აქციების ფონზე ერთიანობის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს, ერთიანობისთვის კი იმ რუსული კანონის უკან გაწვევაა საჭირო, რომელმაც საქართველო ორად გაყო.

"ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება"- ეს არის პატრიარქის გზავილი. ახლა საინტერესოა, იტყვის თუ არა ხელისუფლება ამ მოწოდების შემდეგ უარს საკუთარი მოქალქეების შვილებსი თაობის ძალადობრივ დარბევებზე.

ორად გაყოფა "ქართული ოცნების" ხელწერად იქცა. სიონში აღდგომის ღამეს ერთად იდგნენ მწვავე დაპირისპირებაში მყოფი პრეზიდენტი და პრემიერი, თუმცა ირაკლი კობახიძემ ამ ერთ დღესაც კი ვერ შეძლო ერთიანობის ჩვენება. მთავრობის ადმინისტრაციამ ლიტურგიის ფოტოებიდან პრეზიდენტი მოჭრა, თითქოს ის იქ საერთოდ არ იყო.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.