ერთიანობა და ერთმანეთზე ზრუნვა - სულ სხვა აღდგომა რუსთაველზე
სულ სხვა აღდგომა რუსთაველზე - მთავარ რელიგიურ დღესასწაულს უწყვეტი აქციების ორგანიზატორები ქაშუეთის ეკლესიაში შეხვდნენ. აღდგომის ღამეს ახალგაზრდა თაობამ მთელ საქართველოს ერთიანობის, ერთმანეთზე ზრუნვის და საქართველოზე ფიქრის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენა. პარლამენტზე აქამდე ლაზერებით საპროტესტო სლოგანები იყო მინათებული. ზუსტად 12 საათზე, სააღდგომო მილოცვა გაჩნდა.
წითელი კვერცხებით და პასკებით მიულოცეს აღდგომა ახალგაზრდებმა იმ პოლიციელებს, რომლებიც უკვე სამი კვირაა ამ თაობას ქუჩა ქუჩა დასდევს და მათი პროტესტის ხმის ჩახშობას ცდილობს. აგრესიას და თავდასხმებს აქციის მონაწილეები მშვიდობით და სამოქალაქო სოლიდარობით პასუხობენ. აპრილის გამოღვიძებამ, ფაქტია, მთელ საქართველოს სულ სხვა რეალობა უჩვენა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.