უძველესი სააღდგომო თამაში გურიაში - ლელობურთში გამარჯვება ზემო შუხუთელებმა მოიპოვეს

05.05.24 20:32
უძველესი სააღდგომო თამაში გურიაში - ლელობურთში გამარჯვება ზემო შუხუთელებმა მოიპოვეს

 

 

ლელობურთი დასრულდა. გამარჯვება ზემო შუხუთელებმა მოიპოვეს. სააღდგომო ტრადიციული თამაშიი უჩვეულოდ მოკლე დროში საათნახევარში დასრულდა. 16  კილოგრამიანი ტყავისგან შეკერილი ბურთი გამარჯვებულებმა ახალგაზრდა თანასოფლელის საფლავზე მიიტანეს.

შერკინება რთული იყო, რადგან ლანჩხუთში გადაუღებლად წვიმდა. ზემო და ქვემო შუხუთელებს, პრაქტიკულად, ტალახში უწევდათ ერთმანეთის ძალის გამოცდა. შეჯიბრმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

უძველესი ეროვნული თამაშის გასაშუქებლად გურიაში საერთაშორისო მედიაც ჩავიდა. 

ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას რეპორტაჟში.