"თბილისი ევროპის დედაქალაქია!" - პაატა ციკოლიას მიმართვა ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე

05.05.24 20:38
"თბილისი ევროპის დედაქალაქია!" - პაატა ციკოლიას მიმართვა ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე

დღეს თბილისი ევროპის დედაქალაქია, ვიბრძოლებთ და მოვიგებთ ამ ბრძოლას! - ამ სიტყვებით მიმართა ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე შეკრებილებს პაატა ციკოლიამ. რეჟისორმა თქვა, რომ ახლა საქართველოში უკანასკნელი ბრძოლა მიმდინარეობს თავისუფლებისთვის და იმპერიის გასანადგურებლად.
მსახიობებს სცენაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ გამოტანილი. გამოსვლა კი დასრულდა ფრაზით 
"არა რუსულ კანონს! არა  მოძალადე სახელმწიფოს!"