კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შერევა საშიში ტენდენციაა - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

13.07.21 12:38
კოვიდსაწინააღმდეგო  ვაქცინების შერევა საშიში ტენდენციაა -  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების არევის საშიშ ტენდენციაზე საუბრობს.

WHO-ს ცნობით, ვაქცინებზე საკმარისი მონაცემები და სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ მოსახლეობას ვაქცინების შერევისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინების შერევა ქვეყნებში ქაოტურ სიტუაციას გამოიწვევს და ადამიანები თვითნებურად დაიწყებენ გადაწყვეტილებების მიღებას, ვინ და როდის გაიკეთოს მეორე, მესამე, ან მეოთხე დოზა.