მაგინეს, შე "ნაციონალოო" - ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ

05.05.24 22:13
მაგინეს, შე "ნაციონალოო" - ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ, "პირველებთან" მომხდარის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, თავდამსხმელები მას შეურაცხყოფდნენ და "ნაციონალას" უწოდებდნენ, რის შემდეგაც მისი ცემა ხის ჯოხებით სცადეს.  

როცა ეზოში შევედი, მანქანაც შემოვიდა. შავი მერსეესი იყო. მაგინეს, რო „შე „ნაციონალო“, შენ ძალიან ცუდი ადამიანი ხარ“ და ა.შ. მერე გადმოვიდნენ, საბარგულიდან ამოიღეს ხის ბატები, რაღაც დიდი ბეიზბოლის ჯოხები და დაიწყეს ჩემსკენ...მე არ ვაპირებდი, ამ ადამიანებისთვის ხელი დამერტყა და ამიტომ ერთადერთი, რაც მოვახერხე, ის ხის ჯოხები წავართვი, მაგრამ არ გადავაგდე და ისევ მანქანაში ჩავუდე. კი, ვიცი ვინც არიან, ვიეოც გადავიღე, იქ ჩვენ ბინაში ცხოვრობენ, - ამბობს აფხაზავა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ. შემთხვევა, ლანჩხუთში მოხდა.

ცნობილია, რომ ის ამ წუთებში სამართალდამცავ უწყებაში ჩვენებას აძლევს.