სალომე ჯაშმა ჰამბურგში, დაჯილდოების ცერემონიალზე, თბილისში მარავლათასიანი აქციების შესახებ ისაუბრა

06.05.24 10:36
სალომე ჯაშმა ჰამბურგში, დაჯილდოების ცერემონიალზე, თბილისში მარავლათასიანი აქციების შესახებ ისაუბრა

რუსული კანონის პროტესტი საქართველოს საზღვრებს გასცდა. ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კონკურსებში  გამარჯვების მოპოვების შემდეგ სამადლობელ სიტყვაში რუსულ კანონზე ლაპარაკობენ.

ბიძინა ივანიშვილის ხეების მანიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი სალომე ჯაში კაიროს პრიზის მფლობელია. დაჯილდოების ცერემონიალზე ჰამბურგში შეკრებილებს რეჟისორმა უამბო იმ მრავალათასიან  საპროტესტო აქციებზე, რომელიც თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ და ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად მიმდიმდირეოებს.

ორ კვირაზე მეტია ჩემს ქალაქში, თბილისში ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი საპროტესტო აქციებს მართავს. ყოველ საღამოს იკავებენ მთავარ გამზირსა და დიდ ქუჩებს. ძირითადად ახალგაზრდები, მაგრამ მათ შორის ყველა ასაკის, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია. იკრიბებიან მშვიდობიანად, რათა თავიანთი ნება გამოხატონ. ისინი იმეორებენ - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“

საქართველო ევროპული ოჯახის წევრობისკენ მიისწრაფვის მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გახდა, 1991 წლიდან. მაშინ მე 10 წლის ვიყავი, ჩემი შვილის ასაკის. მე და ჩემი ქვეყანა მართლაც ერთად გავიზარდეთ. მე და ბევრმა ჩემმა თანამოქალაქემ ნელ-ნელა, აგურ-აგურ ავაშენეთ ეს ქვეყანა, ჩვენი გარემო, ჩვენი პროფესიები. ამავე დროს გამოვიარეთ ოთხი ომი, რევოლუცია, არაერთი სირთულე და არეულობა. ჩემს ქვეყანას კანით ვგრძნობ და ამ გრძნობას არაფერი აქვს საერთო ნაციონალიზმთან (მეზიზღება ეს სიტყვა), ეს თანამონაწილეობით, კუთვნილებითა და პასუხისმგებლობით არის განპირობებული“, - განაცხადა სალომე ჯაშმა.