არა რუსულ კანონს! - ალექსი ჩიღვინაძის სამადლობელი სიტყვა ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე

06.05.24 10:42
არა რუსულ კანონს! -  ალექსი ჩიღვინაძის სამადლობელი სიტყვა ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე

"არა რუსულ კანონს" ისმოდა ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზეც. საერთაშორისო ავტორისა და აუდიტორიის რჩეულის კატეგორიაში გამარჯვებულმა დრამატურგმა ალექსი ჩიღვინაძემაც სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას იმ ახალგარზდებზე ისაუბრა, რომლებიც უკვე 21 დღეა ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების რეალობაში ცხოვრობენ.

გავაგრძელებ ბავშვებისთვის წერას და მათი უფლებებისთვის ბრძოლას. ხვალ თბილისში ვბრუნდებით, ცრემლსადენი გაზის, დემონსტრაციებისა და რეზინის ტყვიების რეალობაში. ეს ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის არის. კიდევ და კიდევ გავიმეორებ: არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს!, - თქვა ავტორმა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას.