ციურიხში ავეჯის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

06.05.24 10:46
ციურიხში ავეჯის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ციურიხში პოლიციამ ავეჯის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა.  ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავეჯის მაღაზიაში 44 წლის ქართველი კაცი სავენტილაციო შახტის მეშვეობით შევიდა. პოლიციის მისვლის დროს ის ჯერ კიდევ შიგნით იმყოფებოდა და გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. მას მაღაზიაში პოლიციის მოსამსახურე ძაღლმა მიაკვლია.

დაკავებული პოლიციამ სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაკითხა და პროკურატურაში გადაიყვანა.