აფხაზავაზე თავდამსხმელები არ მალავენ, რომ "ოცნების" მხარდამჭერები არიან - "პირველებმა" მათ სახლებში მიაკითხა
"პირველებმა" ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება შეძლო და მათ საკუთარ სახლებში მიაკითხა. არცერთი არ მალავს, რომ ისინი "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერები არიან.
ერთ-ერთმა მოძალადემ გადამღებ ჯგუფს კარიც კი არ გაუღო და კითხვების საპასუხოდ მხოლოდ იგინებოდა.
"პირველებმა" სახლში კიდევ ერთ პირს მიაკითხა, რომელიც ინციდენტის დროს თავდამსხმელებთან ერთად იმყოფებოდა. პირი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ "მთავრობის მხარდამჭერია".
რა დავალება იყო? ვინ გკითხავთ თქვენ, რა გინდათ? „ოცნების“ მხარდამწერი ვარ თუ რაც ვარ, ვინ გკითხავთ მაგას? მე მთავრობის მხარდამჭერი ვარ, - ამბობს მოძალადე.
აღნიშნული პირი, რომელიც ლადო აფხაზავას მეზობელია, "პირველების" ვიზიტის შემდეგ, პედაგოგს სახლში მიუვვარდა და საქმის გარჩევა დაუწყო. ის აფხაზავას დაემუქრა და უთხრა, რომ მის შვილებსაც დასჯის.
ცნობილია, რომ ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელები პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს. მას შემდეგ, რაც "პირველებმა" ინციდენტის შესახებ პოლიციას შეატყობინა, განყოფილებაში კობა ფიფაიშვილი მიიყვანეს, რომელიც გადამღები ჯგუფის გინებას არც პოლიციის სამმართველოში მოერიდა. ჟურნალისტების გინების გამო ფიფაიშვილის სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.