"ეს არის ძალადობა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით" - "ლელო" აქციის მონაწილეების ანგარიშსწორებაზე
ლადო აფხაზავასა და ასევე რუსული კანონის მოწინააღმეგე აქციის მონაწილეებზე ძალადობრივ თავდასხმებს "ლელო" საგანგებო განცხადებით ეხმიანება და ხელისუფლების მხრიდან დაშინების მცდელობად აფასებს.
ოპოზიციური პარტია წერს, რომ მსგავს ძალადობრივ ქმედებებს უკვე სიატემატური ხასიათი აქვს, რაც ცხაყოფს, რომ ივანიშვილს ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის დამყარება სურს.
"ლელო" ძალადობრივი დავალებების გამცემ და შემსრულებელი პირებს აფრთხილებს, რომ ყველა მათგანის წინააღმეგ მტკიცებულებები არსებობს და მათ პასუხისგება აუცილებალდ მოუწევთ.
პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით, სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.
გასულ დღეებში ეს ძალადობის ფაქტები გადაიქცა ხელისუფლების მიერ სისტემატიურად გამოყენებულ მეთოდად - დღემდე არ დაწყებულა 2 მაისს თბილისში აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე რეალური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო დამნაშავეები იდენიტიფიცირებულნი არიან საჯარო სივრცეში და ისინი უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ.
ძალოვანი უწყებების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება. ქართველი პოლიტიკოსების, ალექსანდე ელისაშვილის და ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტები, ასევე "ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის უკანონო დაკავების და პოლიციელების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტი - ასევე გამოუძიებელია.ყველა ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საქართველო აქციოს ავტოკრატიული მმართველობის რეჟიმის ქვეყანად, სადაც ოპოზიონერ ლიდერებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უბრალოდ, დამოუკიდებელ მოქალაქეებს, სახელმწიფო არა მხოლოდ კანონის ძალით, არამედ სანქცირებული ძალადობის გამოყენებით გაუსწორდება. ცხადია, ივანიშვილის ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება და მხოლოდ დააჩქარებს მისი რეჟიმის ჩამოშლის პროცესს.
გვსურს გავაფრთხილოთ ძალადობრივი დავალებების გამცემი და შემსრულებელი პირები - ყველა დანაშაული არის დოკუმენტირებული, გამოიძიებს დამოუკიდებელი პროკურატურა და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.
"ლელო" გვერდით უდგას ლადო აფხაზავას, აქციაზე ძალადობის შედეგად დაშავებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს და მადლობას უხდის მათ სამშობლოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დასაცავად სამოქალაქო პოზიციების აქტიური დაცვისთვის - ნათქვამია განცხადებაში.