თელავი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი - საქართველოს დიდი ქალაქები საპროტესტო გამოსვლებში ერთვება
პროტესტის კვირა რეგიონებში - თბილისში გამართული აქციების შემდეგ რუსული კანონის წინააღდეგ მასშტაბური მსვლელობები იგეგმება რეგიონებშიც. მესამე მოსმენით კანონის დამტკიცების წინ, ხვალიდან ისევ პროტესტის ახალი ტალღა აგორდება. თელავი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი - საქართველოს დიდი ქალაქები საპროტესტო გამოსვლებში ერთვება. "არ გავჩერდებით და არ დავდენებით" - ეს არის ხალხის მთავარი სათქმელი.
ძალიან ბევრ რეგიონში არის უკვე დაანონსებული აქციები, მსვლელობები, რომლებსაც აორგანიზებენ ის აქტიური ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, კონკრეტულ რეგიონებში. აქ არიან ახალგაზრდული ჯგუფები აქტივისტები, არასამთავრობოები და ა.შ. ჩვენის მხრივ, ჩვენ შევეცდებით, აბსოლუტურად ყველგან ჩავიდეთ და შევუერთდეთ მათ, იმიტომ, რომ იყო შემთხვევები და ძალიან ბევრი, ისინი გვიერთდებოდნენ ყველას თბილისში და დღეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც სოლიდარობა გამოვხატოთ, იმიტომ, რომ ეს ყველას ბრძოლაა, ჩვენ ერთად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ამიტომ მაქსიმალურად ჩავალთ ყველა იმ რეგიონში, სადაც უკვე იგეგმება ეს ქციები და იქ ვიდგებით რიგით დემონსტრანტებად მათთან ერთად, - ამბობს ეკა გიგაური.
რეგიონების მსგავსად პროტესტი იქნება დედაქალაქშიც. როგორც რუსული კანონის მოწინააღმეგეები "პირველებთან" ამბობენ, დღეს აქცია ჩანიშნული არ არის, თუმცა აპირებენ, მუხათგვერდის ძამათა სასფლაოზე მივიდნენ და პატივი მიაგონ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას. ისინი ასევე ამბობენ, რომ ხვალ 19:00 საათზე ისევ პარლამენტთან შეიკრიბებიან.
დღეისთვის არსად საპროტესტო აქცია არ იგეგმება, თუმცა გეგმაში გვაქვს რაღაც სიმბოლურის ჩატარება, მათ შორის, დღევანდელ დღესთან დაკავშირეით, გიორგობაა და პარალელურად, გვსურს გმირთა საფლავებს პატივი მივაგოთ. ვფიქრობთ, რომ ხვალიდან, სამშაბათიდან ის საპროტესტო ტალღა გაგრძელდეს, რაც იყო აქამდე. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას ცოცხალი თავით არ სურს ამ კანონის გაწვევა, ეს კანონი აშკარად დამღუპველია ჩვენი მომავლისთვის, რა თქმა უნდა, მომავლისთვის ბრძოლას არასდროს შევწყვეტთ, სანამ შედეგამდე არ გავალთ, - ამბობს მოძრაობა „დაფიონის“ წევრი ზვიად ცეცხლაძე.