"2 პატარა ბავშვი დარჩა" - გუგუტიანთკარში უკრაინაში დაღუპულ სოსო გუგუტაშვილს გლოვობენ

06.05.24 15:47
"2 პატარა ბავშვი დარჩა" - გუგუტიანთკარში უკრაინაში დაღუპულ სოსო გუგუტაშვილს გლოვობენ

გუგუტიანთკარში გლოვაა - შიდა ქართლში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ სოსო გუგუტაშვილს გლოვობენ.

სახიფათო ზონიდან მოკლულის ცხედრის გამოყვანის ოპერაცია ქართველმა ჯარისკაცებმა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც გმირულად დაღუპული მებრძოლის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.

ადგილობრივები "პირველებთან" ამბობენ, რომ სოსო გუგუტაშვილი უკრაინაში წელიწად ნახევარია იბრძვის. 

"2 პატარა ბავშვი დარჩა" - აცხადებს ახლობელი და იქვე ამბობს, რომ მებრძოლი საქართველოში რამდენიმე თვის წინ იყო ჩამოსული, რათა საკუთარი ოჯახის წევრები მოენახულებინა.

კონტრაქტზე იყო. ცოლი მოიყვანა და პოლონეთში წავიდა და მერე იქიდან გადავიდა უკრაინაში. 2 პატარა ბავშვი დარჩა. დედა და მამა ჰყავს. ძალიან წესიერი და მშრომელი ბავშვი იყო", - ამბობს ადგილობრივი.

ცნობისთვის, სოსო გუგუტაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით ოჯახმა ცნობები გუშინ მიიღო. ის "შავი არწივის" ქვედანაყოფის მებრძოლი იყო, რომელიც ავდეევკის მიმართულებით დაბომბვაში მოყვა და გარდაიცვალა. სოსო გუგუტაშვილი 67-ე ქართველი სამხედროა, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას შეეწირა.