"ერთად მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს!" - 20:00 საათზე მოქალაქეები გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან
"ერთად მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს!" - დღეს, 20:00 საათზე, მოქალაქეები გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან.
"თავისუფალი საზოგადოება" სოციალურ ქსელში ღონისძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ქართველი ერი ერთობით ყველაფერს შეძლებს.
"შევიკრიბოთ და წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების მემკვიდრეობასა და ღირსებას.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ჭეშმარიტად აღსდგება!
ერთობით ყველაფერს შევძლებთ!
6 მაისი, 20:00 საათი, გმირთა მემორიალი," - წერენ აქციის ორგანიზატორები.