რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამაზ ბეღელურის გასათავისუფლებლად?
რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამაზ ბეღელურის გასათავისუფლებლად? - ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დახსნის სპეცოპერაციაში წითელი ჯვარი ჩაერთო.
ეპილეფსიის მქონე მამაკაცი ათ დღეზე მეტია, რაც ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში იმყოფება და მედიკოსების მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი.
უკანონოდ გატაცებულის ნათესავები "პირველებთან" ამბობენ, რომ რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, რის გამოც შესაბამისი მედიკამენტები სჭირდება.
ავად არის. წამლები სჭირდება და მის ქვეშ არის. წამლები რომ არ მიიღოს, ცუდად გახდება. წინა გატაცების დროს ეპილეფსია დაემართა. თუ გამოუშვებენ კარგი იქნება. როგორც ვიცი, ძმის სასაფლაოზე იყო გადასული", - ამბობს ადგილობრივი.
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს - გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.
"პირველებისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ოკუპანტების მიერ გატაცებული რამაზ ბეღელურის ოჯახთან სამართალდამცველები მივიდნენ და დაკავებულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
თუ მათ დავუჯერებთ, ოკუპირებულ ცხინვალში დატყვევებული ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.