ბათუმში ლადო აფხაზავას ექსპერტიზა დასრულდა - ექიმებმა დაზიანებები დაადასტურეს
ბათუმში ლადო აფხაზავას ექსპერტიზა დასრულდა. ექიმებმა დაადასტურეს ის დაზიანებები, რომლებიც ლადო აფხაზავასა და მის შვილს გუშინ თავდამსხმელებმა მიაყენეს.
24 საათის გასვლის მიუხედავად, "ოცნების" მხარდამჭერების მიერ ნაცემი მასწავლებლის საქმეზე ჯერ არცერთი მოძალადე არ დაუკავებიათ. სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია აფხაზავაზე თავდასხმას რუსული ხელწერით ჩადენილ დანაშაულს უწოდებს.
აქტივისტები ვახტანგ გომელაურს მოუწოდებენ, რომ ლანჩხუთში მომხდარი ძალადობის ფაქტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს.
ადგილობრივი აქტივისტები ფიქრობენ, რომ ლადო აფხაზავა და მისი შვილი ლანჩხუთში რუსული კანონის გამო დასაჯეს.
გუშინ მხოლოდ ლადო აფხაზავაზე თავდასხმა კი არ მოხდა, მოხდა საქართველოს აბსოლუტურად ყველა მასწავლებელზე ფიზიკური თავდასხმა. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს პედაგოგებს, ხალხო თქვენი გაქრობა უნდათ ამ ორბიტიდან. დაფიქრდით ცოტა. აქეთ დაგიკაკუნებენ თავში თუ იქით, რა მნიშვნელობა აქვს. ღირსეულ მხარეს, მართალ მხარეს და ახალგაზრდების მხარეს დადექით", - ამბობს ადგილობრივი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას თავს 5 მაისს დაესხნენ. შემთხვევა ლანჩხუთში მაშინ მოხდა, როდესაც იგი შვილთან ერთად იმყოფებოდა. ლადო აფხავაზავა იხსენებს, რომ შვილის თავდამსხმელებისგან გარიდება სცადა, თუმცა ისინი ჯოხის ხელკეტები მისდევდნენ და აგინებდნენ. ის ფიქრობს, რომ მოძალადეები "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან, რადგან დაპირისპირების დროს მას "ნაციონალად" მოიხსენიებდნენ.