მსახიობებს, რომლებმაც რუსული კანონი სცენიდან გააპროტესტეს, სამხატვრო ხელმძღვანელმა საყვედური გამოუცხადა
ცენზურის მცდელობა თეატრში - ირკვევა, რომ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობების, მხრიდან რუსული კანონის წინააღმდეგ საჯარო პროტესტს - სამხატვრო ხელმძღვანელის მხრიდან საყვედური მოჰყვა. დეტალებზე "ტვ პირველთან" მსახიობმა ოთარ ქათამაძემ ისაუბრა.
ქათამაძის თქმით, ნუკრი ქანთარიამ, რომელიც "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და ყოფილი პარლამენტარია, მათ საყვადური გამოუცხადა.
ჩვენ საყვედური მივიღეთ, როცა სცენაზე გამოვიტანეთ ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა რუსულ კანონს" და თეატრმა თავისი პოზიცია გამოხატა. ჩვენ გვაქვს ისეთი ხელშეკრულება, სადაც გვიწერია, რომ ასეთი აქტივობები თეატრში არ შეიძლება. მიხლი, რომელიც ამ ხელშეკრულებაში დევს ანტიკონსტიტუციურია. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ სამხატვრო ხელმძღვანელს ამოვაღებინოთ ეს მიხლები ხელშეკრულებიდან. შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდანაც" რომ წაგეკითხათ ნაწყვეტი, მაინც გამოგიცხადებდით პროტესტსო"- თქვა ქათამაძემ.
„რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი გზა ევროპაშია და არა რუსულ კანონს“ - თეატრალების მარშს რუსული კანონის წინააღმდეგ, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებიც 24 აორილს უერთდებიან.
„ჩვენ უფლება არ გვაქვს არ გამოვეხმაუროთ იმ სახალხო მღელვარებას რაც ჩვენს ქვეყანაშია და გვინდა ჩვენი მოკრძალებული აზრი დავაფიქსიროთ - „რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი გზა ევროპაშია და არა რუსულ კანონს“, - აცხადებენ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები.
ნუკრი ქანთარია 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.