გორში ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა, დაშავებულია მოზარდი
გორში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, დაშავებულია მოზარდი.
წინასწარი ინფორმაციით, სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა დაგორდა და ქვემოთ მდგარ დედა-შვილს დაეჯახა.
31 წლის ქალი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დაშავებული მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.