ცდილობენ ლექსოს დისკრედიტაციას იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს შსს-მ - საიას თავმჯდომარე

13.07.21 13:30
ცდილობენ ლექსოს დისკრედიტაციას იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს შსს-მ - საიას თავმჯდომარე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე,  შსს-ს მოქმედებებში პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ნიშნებს ხედავს. სიმონიშვილის თქმით, კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ გარდაცვლილის ცხედარი ჯერ მოიტაცეს, შემდეგ კი რამდენიმე საათის განმავლობაში დამოუკიდებელ ექსპერტს არ უშვებდნენ. 

ცდილობენ ლექსოს დისკრედიტაციას ერთგვარად იმისათვის რომ პასუხისმგებლობა აიცილოს შსს-მ 5 ივლისის მოვლენებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის. შსს-ს მოქმედებებში არის გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩენილი, კერძოდ, ლექსოს ცხედრის მოტაცების ფაქტთან დაკავშირებითაც. გაასვენეს და 3 საათზე მეტი არავის გქვონდა წვდომა და არ ვიცოდით რა შეიძლება მომხდარიყო ამ პერიოდის განმავლობაში", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.