რუსი ოკუპანტების მსხვერპლი - 40 წლის კაცი ოკუპანტებმა იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის სააღდგომოდ ძმის საფლავს აწესრიგებდა
ერთმორწმუნე ოკუპანტების მორიგი მსხვერპლი - 40 წლის კაცი ოკუპანტებმა იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ის სააღდგომოდ ძმის საფლავს აწესრიგებდა. გუგუთიანკართან დაკავებული რამაზ ბეღელურის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია. რატომ არ იყო დაცული ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება წინა სადღესასწაულო დღეებში - ამ კითხვაზე პოლიციიდან პასუხი ვერ მივიღეთ. ბეღელური ეპილეფსიით არის დაავადებული და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროება. ის უკვე მეხუთედ დააკავეს ოკუპანტებმა. ბოლოს ცხინვალის იზოლატორში სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა.