როდის გამოაჩენს "ოცნება" გადამალულ საგარეო საქმეთა მინისტრს?

06.05.24 21:04
როდის გამოაჩენს "ოცნება" გადამალულ საგარეო საქმეთა მინისტრს?

როდის გამოაჩენს "ოცნება" გადამალულ საგარეო საქმეთა მინისტრს? ილია დარჩიაშვილის ჩაშლილი მოსმენის შემდეგ არცერთი დეპუტატი პარლამენტში არ მისულა. საკანონმდებლო  ორგანოს პარალიზება ივანიშვილის გუნდმა ჯერ კიდევ  რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როცა ქვეყნის პირველი დიპლომატი  შენობაში არ მიიყვანეს და ამით დარჩიაშვილს უხერხული კითხვები აარიდეს. თუმცა  ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ოპოზიციას მინისტრთან უამრავი კითხვა აქვს

ილია დარჩიაშვილი ახლა საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესოა ჩინოვნიკია. ქვეყნის ნომერ პირველმა დიპლომატმა  ხალხს უნდა უთხრას, რა გზას ირჩევს საქართველოს ხელისუფლება და რუსული კანონის მიღება ნიშნავს  თუ არა  ქვეყნის კურსის  ცვლილებას.ოპოზიცია ამბობს, რომ დარჩიაშვილის დუმილი სახელმწიფოს ღალატის ტოლფასია.

მინისტრის ჩაშლილი მოსმენა - ხატია სამხარაძის რეპორტაჟი