როცა ვუყურებ კადრებს რაც ხდება, გული მტკივა, ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი - ნუცა ბუზალაძე

06.05.24 22:05
როცა ვუყურებ კადრებს რაც ხდება, გული მტკივა, ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი - ნუცა ბუზალაძე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლი, ნუცა ბუზალაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს. 

ნუცა ბუზალაძის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ზე გავრცელდა. 

"ჩამს მესიჯს სცენიდან ვიტყვი"- ამბობს მომღერალი. ნუცა ბუძალაძის თქმით, "გული სტკივა" კადრებზე რაც ბოლო პერიოდში ვრცელდება. 

ჩემს პოზიციას, რაც გამიკეთებია, ვამტკიცებ ბავშვობიდან, სადაც ჩავდივარ, ყველა ქვეყანაში ჩემი დროშა ფრიალებს. არასდროს, არც ერთ კონკურსზე სხვა 2ქვეყნის სახელით მონაწილეობა არ მიმიღია. შემოთავაზება ბევრი იყო, მაგრამ ჩემი ქვეყანა იმდენად მიყვარს, ისეთი ოჯახიდან ვარ, მამაჩემი ყველა ომში პირველ ხაზზე იბრძოდა. ეს მებრძოლი ხასიათი მე გამოყოლილი მაქვს. ჩემი სიმღერაც მინდოდა ყოფილიყო ქართველი ხალხის და ქართველი ქალის ხასიათის წარმოსაჩენი. ჩემი მესიჯი ნათელია, ჩემი პოზიცია ნათელია, იქიდან გამომდინარე, რომ სადაც ახლა გამოვდივარ, ამ კონკურსზე 

როცა ვუყურებ კადრებს რაც ხდება და ჩემს ხალხს, გული მტკივა და ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. მე ყვალაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს ჩემმა ხალხმა ძალიან იამაყოს. მე ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, რომ 9 მაისს გავაერთიანო საქართველო როგორც ეს ამერიკან აიდოლის დროს ხდებოდა. ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი"- ამბობს ნუცა.