კრიმინალების ბრბო ცდილობს, ლექსოს სიკვდილის შემდეგ გაშავებას - სააკაშვილი

13.07.21 13:38
კრიმინალების ბრბო ცდილობს, ლექსოს  სიკვდილის შემდეგ გაშავებას - სააკაშვილი

საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას Facebook-ზე ეხმაურება. სააკაშვილი  წერს, რომ ხელისუფლება ლექსოს დისკრედიტაციას ცდილობს. 

ლექსო ლაშქარავას ბოლო ინტერვიუს ვუყურე. რა ნორმალური, გონიერი, ადამიანური ბიჭი ყოფილა და ასეთ ადამიანებს სწირავენ საქართველოში. თანაც, ეს მართლა ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს, როგორც ყველა დანარჩენი მათი მსხვერპლის, ლექსოს სახელისაც სიკვდილის შემდეგ გაშავებას. მართლა დიდი დანაკარგია საქართველოსთვის ლექსო და უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ მის დედას, მის ოჯახის წევრებს და ყველა მის ახლობელს",- წერს მიხეილ სააკაშვილი.