არა რუსულ კანონს! - ემიგრანტების აქცია ჰააგაში
არა რუსულ კანონს - "ქართული ოცნების" საშიში კანონპროექტი ჰააგაშიც გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე აქციებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.
ივანიშვილი საქართველოს ექცევა, როგორც თავის ოლიგარქიულ ხომალდს, ჰგონია, რომ საითაც უნდა იქით წაიყვანს. საქართველო უძველესი კულტურის და ისტორიის მქონე ქვეყანაა, თვითონ ირჩევს გზას და ეს გზა მიდის ევროპაში"- ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს ერთადერთი გზა ევროპაში და ოცნებამ კანონი უნდა გაიწვიოს.