"გიპასუხებთ უფრო ფართო კიბერშეტევით!" - „Anonymous-ის მიმართვა საქართველოს პრემიერს
მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება „Anonymous" ირაკლი კობახიძეს აფრთხილებს, რომ თუ რუსული კანონის წინააღმდეგ ხელისუფლება მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს გააგრძელებს, დაჯგუფება უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევას განახორციელებს, სამიზნე კი ისევ სამთავრობო ვებ გვერდები იქნება.
ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხახლის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს: თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს იმავე სტანდარტს პოლიციის გამოყენების მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის, ჩვენ ვუპასუხებთ კიდევ უფრო ფართო კიბერშეტევებით სამთავრობო ვებსაიტებზე!" - წერს Anonymous.
შესაგხსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კიბერშეტვა მთავრობასთან დაკავშირებულ 30-ზე მეტ საიტზე და პროპაგანდისტულ მედიაზე განხორციელდა. ეს ყველაფერი კი ჰაკერების დაჯგუფების განცხადებით, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობაზე პასუხი იყო.