დასახიჩრებული მომიტინგეები და დაუსჯელი მოძალადეები - 20 ივნისის საქმეზე ევროსასამართლო ვერდიქტს დღეს გამოაცხადებს
20 ივნისის საქმეზე ვერდიქტი მიღებულია - 4 წლიანი განხილვის შემდეგ ევროსასამართლო ისტორიულ გადაწყვეტილებას წუთი-წუთზე გამოცხადებს. "გავრილოვის" ღამე და "ქართული ოცნების" მიერს ანტისაკუპაციო აქციის ძალადობირვი დაშლა-დემონსტრანტების დასახიჩრება, გამოუძიებელი საქმეები და დაუსჯელი მოძალადეები, ვინც დემონსტრანტებს დამიზნებით ესროდა.
დაზრალებული 26 პირია, მათ შორის არის მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, ადამიანები, ვინც ანტისაკოპაციო აქციაზე მივიდნენ და თვალი დაკარგეს. საქართველოს ხელისუფლებამ ეს საქმეები თაროზე შემოდო. ახლა ევროსასამართლომ უნდა დაადასტუროს ის, რაც ხელისუფლებამ არ შეიმჩნია - დაირღვა თუ არა დემონსტრანტების შეკრების თავისუფლება და გამოიყენეს თუ არა არაპროპროციული ძალა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ?