ლექSOSთვის - რეგიონალური არხები 3 საათზე მაუწყებლობას შეაჩერებენ
#ლექSOSთვის - რეგიონული არხების ნაწილი 15:00 საათზე მაუწყებლობას შეაჩერებს.
ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის საპატივცემულოდ, 10 წუთის განმავლობაში ეკრანზე მხოლოდ წარწერა იქნება.
ლექსო ლაშქარავას გამოსვენება 15:00 საათზე დაიწყება. გარდაცვლილ ოპერატორს უკანაკსნელ გზაზე ოჯახი, მეგობრები და კოლეგები გააცილებენ.