ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწის მასა ჩამოიშალა

07.05.24 13:49
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწის მასა ჩამოიშალა

მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, მიწის მასა ჩამოიშალა. 

"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით", - წერია უწყების განცხადებაში.