"გავრილოვის ღამის" საქმე - საია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავს

07.05.24 15:18
"გავრილოვის ღამის" საქმე - საია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავს

"გავრილოვის ღამის" საქმე - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას საია-ში განმარტეს.

საია-ს აღმასრულებელი დირექტორი ნონა ქურდოვანიძემ იმ დარღვევებზე მიუთითა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა.

ქურდოვანიძის თქმით, ევროსასამართლოს ადამიანის უფლებების მე-3 მუხლის დადგენა დაადგინა და დანარჩენ მუხლებზე მსჯელობა გადადო, რადგან ამ ეტაპზე, გამოძიების საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია შესაბამისი ნებელობა და არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა. მიუთითა ისიც, რომ 4-ნახევარი წლის შემდეგ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ არის მისული. სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. 

სახაელმწიფოს სასამართლოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი, არ არსებობს ოფიციალური, სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. ევროსასამართლოს ადამიანის უფლებების მე-3 მუხლის დადგენა დაადგინა და დანარჩენ მუხლებზე მსჯელობა გადადო იმ დროისთვის, როდესაც გამოძიება ეფექტიანად ჩატარდება, ანუ აი ეს არ შეაფასა ამ ეტაპზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოძების საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის", - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

"გავრილოვის ღამის" საქმე - "ოცნებამ" ევროსასამართლოში დავა წააგო.

20 ივნისის დარბეულმა და თვალდათხრილმა ხალხმა სამართლიანობის აღგდენას 5 წლის შემდეგ სტრასბურგში მიაღწია.

ევროსასამართლომ დაადგინა რომ 20 ივნისის ღამეს გაადამეტეს ძალას და ჩადენილი დანაშაულებების გამოუძიებლობით დანაშაული მიჩქმალეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.