"ივანიშვილს ამ ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს და არ მგონია წაგიყვანოთ" - სამადაშვილის სპეცრაზმელებს

07.05.24 15:28
"ივანიშვილს ამ ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს და არ მგონია წაგიყვანოთ" - სამადაშვილის სპეცრაზმელებს

"ივანიშვილს ამ ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს და არ მგონია წაგიყვანოთ" - "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი სპეცრაზმელებს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებაზე უარი თქვა, აღარ გავიდნენ აქციებზე და არარ გამოიყენონ ძალა ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამადაშვილი ამბობს, რომ სწორედ ისეთივე ვერდიქტი დადგება მათ მიმართ ევროსასამრთლოს მიერ, როგორც დღეს, 20 ივნისის მოვლენებზე დადგა.

საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, როგორც 20 ივნისის ფაქტები, ასევე მიმდინარე ძალადობა, როდესაც ხელისუფლება იყენებს ბოროტად ძალოვან უწყებებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ყველა ეს ფაქტები იქნება გამოძიებული, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მე მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ივანიშვილისთვის, ივანიშვილს მოუწევს ამ ქვეყნიდან გაქცევა და თქვენ არ მგონია წაგიყვანოთ და ერთადერთი, რაც თქვენ შეგიძლიათ დღეს გააკეთოთ, არის ის, რომ უკანონო დავალებების შესრულებაზე, როგორიც არის მისვლა და ბავშვების ცემა მიტინგზე, თქვათ უარი", - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

"გავრილოვის ღამის" საქმე - "ოცნებამ" ევროსასამართლოში დავა წააგო.

20 ივნისის დარბეულმა და თვალდათხრილმა ხალხმა სამართლიანობის აღგდენას 5 წლის შემდეგ სტრასბურგში მიაღწია.

ევროსასამართლომ დაადგინა რომ 20 ივნისის ღამეს გაადამეტეს ძალას და ჩადენილი დანაშაულებების გამოუძიებლობით დანაშაული მიჩქმალეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.