ბათუმში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

16.03.21 13:34
ბათუმში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მოსახლეობა შეიკრიბა და  სარიტუალო ღონისძიებების გამართვის ნებართვას ითხოვს. ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის მეთაურს,  თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ.  

თუ თეატრები და ფიტნესკლუბები ამუშავდა, რატომ არ შეიძლება, სარიტუალო დარბაზებიც ამუშავდეს, ხალხს უნდა ქორწილების გადახდა, ჩვენ იძულებული ვართ, სადღაც ტყეში, ან სახლებში მოვაწყოთ ქორწილი , ესენი კი მოდიან და გვაჯარიმებენ. მოვითხოვთ, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოგვიხსნას - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი სიახლეები