ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მივიჩნევთ - კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის"

13.07.21 14:07
ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მივიჩნევთ - კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის"

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევს. 

მედია-ორგანიზაციების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

ირაკლი აბსანძე 12 ივლისის საღამოს, ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევდა. დაკავების დროს მას შემოახიეს მაისური და მოტეხეს ხელი. 

მედია კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან.

განცხადებას ხელს აწერენ: 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მედიაკლუბი
Alliance of Broadcasters - Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
მედიის განვითარების ფონდი MDF
Media Development FoundationMedia Rights • მედიის უფლებები
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
სატელევიზიო ქსელი
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო