არ იყო ნება, რომ საქმე სამართლიანად წარმართულიყო - 20 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტი

07.05.24 17:45
არ იყო ნება, რომ საქმე სამართლიანად წარმართულიყო - 20 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტი

20 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტი ამბობს, რომ მის მიმართ რეზინის ტყვიების სროლა გამიზნულად მოხდა.

მერაბ ცაავა "პირველებთან" გავრილოვის სისხლიან ღამეს იხსნებებს და ამბობს, რომ საქმის არასამართლიანად წარმართვის შესახებ საუბრობს.

არ იყო ნება, რომ სამართლიანად წარმართულიყო საქმე, მაგრამ პირადად, ჩემს შემთხვევაში გამიზნული რომ იყო, ეს ფაქტია. ჟურნალისტის ამომცნობი ნიშანიც მქონდა, ვიდექი პარლამენტის წინ კიბეებთან და ვიაყვი სულ მარტო, არც სხვა ჟურნალისტები იდგნენ, არც აქციის მონაწილეები იდგნენ. მხოლოდ ორი პოლიციელი გვერდით მედგა, 2-3 ტყვია მომხდა. სახეში რომ არ მომხდა ტელეფონის დამსახურებაა, ფოტოებს ვიღებდი და ხელში მეჭირა. ერთხელ გამოვიკითხე მარტო. მის მერე არავის დავუბარებივარ პროკურატურაში. მაშინაც მკითხეს, დარწმუნებული ხარ, რომ დამიზნებით გესროლესო? მე დავუდასტურე, რომ კი-თქო", - აცხადებს მერაბ ცაავა.

"გავრილოვის ღამის" საქმე - "ოცნებამ" ევროსასამართლოში დავა წააგო.

20 ივნისის დარბეულმა და თვალდათხრილმა ხალხმა სამართლიანობის აღგდენას 5 წლის შემდეგ სტრასბურგში მიაღწია.

ევროსასამართლომ დაადგინა რომ 20 ივნისის ღამეს გაადამეტეს ძალას და ჩადენილი დანაშაულებების გამოუძიებლობით დანაშაული მიჩქმალეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.