დავით ბაქრაძე საპარლამენტო მუშაობაში ყოველდღიურ ჩართულობაზე უარს ამბობს

13.07.21 14:23
დავით ბაქრაძე საპარლამენტო მუშაობაში ყოველდღიურ ჩართულობაზე უარს ამბობს

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე სხვა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს უერთდება  და ყოველდღიურ საპარლამენტო მუშაობაში ჩართულობაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან თქვა. 

დღეს დილით დავბრუნდი საქართველოში, არ მქონდა საშუალება გუშინ გამომეხატა ჩემი პოზიცია, როდესაც საპარლამენტო ფრაქციებმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ" განაცხადეს, რომ უარს ამბობენ პარლამენტის ყოველდღიურ მუშაობაში ჩართულობაზე. ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებ და ვუერთდები. ამ ფონზე, როდესაც არათუ არ არის გამოძიებული და დასჯილი არ არიან დამნაშავეები, არამედ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ლექსო ლაშქარავას დააბრალოს საკუთარი სიკვდილი, წარმოუდგენლად მეჩვენება პარლამენტის პლენარულ დარბაზში შესვლა და საკითხებზე მსჯელობა", -განაცხადა ბაქრაძემ.