ჩახერგილი გზები და დატბორილი სახლები - ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა

07.05.24 20:46
ჩახერგილი გზები და დატბორილი სახლები  - ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა

 

 

ერთი ძლიერი წვიმა და პარალიზებული თბილისი - ჩაიკეტა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს დამცავმა ბადეებმა ვერ უშველა და მთის მასა ჩამოწვა.

მიწა დაიძრა ყიფშიძის ქუჩაზეც, თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მუხიანი აგარაკების მოსახლეობა აღმოჩნდა, რომელიც ამ დრომდე სტიქიის შედეგებს ებრძვის. სახლები დატბორილია, განადგურებულია ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. ძლიერმა წვიმამ ხელისუფლებისგან ისედაც მიტოვებული დასახლება მთლიანად დატბორა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.