რუსული კანონის წინააღმეგ უწყვეტი აქციები გრძელდება - პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან
11 მაისის მასშტაბურ აქციამდე პროტესტი რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ რეჟიმში იქნება. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გაჩერებას და უკან დახევას არ აპირებენ. შანტაჟი და მუქარა არ მუშაობს. "არა რუსულ კანონს, კი ევროპას' - ამ იდეის გარშემო გაერთიანებული ყველა თაობის ადამიანი ამ წუთებშიც დედაქალაქის ცენტრში იკრიბება.
ხელისუფლებას, რომელმაც მოქალაქეების გაჩუმება ბევრჯერ სცადა, მათი ხმის გაგონება მაინც მოუწევს. ფაქტია, რომ "ოცნებამ" მიზანს ვერ მიაღწია. მართალია, რუსული კანონი მეორე მოსმენით დიდი პროტესტის ფონზე მაინც მიიღეს, თუმცა გარეთ გამოსული ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება.
ვვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.