სახალხო პროტესტის ტალღა რეგიონებში - რუსული კანონის წინააღმდეგ ხალხი ქვეყნის მასშტაბით ერთიანდება
სახალხო პროტესტის ტალღა საქართველოს რეგიონებში - დედაქალაქის პარალელურად მოვლენების ეპიცენტრი საქართველოს ყველა დიდი ქალაქი ხდება. "ქართული ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლამ ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით გააერთიანა. 7 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით საპროტესტო მსვლელობები რეგიონებს მოიცავს.
პირველი გაჩერება თელავია. ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ ხალხი ერეკლე მეორეს ძეგლიდან მსვლელობით ქალაქის ქუჩებში მიემართება. თელავი, გორი, ბორჯომი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი და ბოლოს თბილისი. 11 მაისს დედაქალაქში მასშტაბური დემონსტრაცია ჩატარდება. ქართველი ხალხი, რომლის არჩევანიც ევროპაა, რუსული კანონის ავტორ ხელისუფლებას საკუთარ ძალას კიდევ ერთხელ აჩვენებს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.