დაშვებული კამერები და უწყვეტი ტაში - კოლეგები ლექსო ლაშქარავას უკანასკნელ გზაზე აცილებენ

13.07.21 15:03
დაშვებული კამერები და უწყვეტი ტაში - კოლეგები ლექსო ლაშქარავას უკანასკნელ გზაზე აცილებენ

"ტვ პირველის" ოპერატორს ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოება უკანასკნელ გზაზე აცილებენ. ლექსო ლაშქარავას ცხედარი მეგობრებმა საცხოვრებელი სახლიდან გამოასვენეს. 

ოპერატორებმა გარდაცვლილ კოლეგას კორიდორი გაუკეთეს, კამერები დაშვებულია, ისმის უწყვეტი ტაში. 

ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციის წევრები, აქტივისტები, მოქალაქეები "ჯიქიას სასაფლაოსკენ" მსვლელობით მიემართებიან.

სამგლოვიარო პროცესიას მოსახლეობა საკუთარი აივნებიდან უერთდება და სოლიდარობას ტაშის დაკვრით გამოხატავს. 

5 ივლისს ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისში თავს დაეხნენ. მას ცემისგან სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაციაც.

ლაშა 11 ივლისს დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს. 

შსს ოპერატორის გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს. გომელაურის უწყება და მთლიანად ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ გრძნობს, იმაზე თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ლაშქარავას "ორკები". 

ლაშქარავას სახელის შებღალვაზე ბოლო სამი დღეა პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობს, რამაც ჩვენი ოპერატორის დედის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ჟურნალისტთა კორპუსი ლაშქარავას გარდაცვალების გამო ქუჩაში გავიდა, მედია და საზოგადოება პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს. 

შენიშვნა- მირიან მელაძის ფოტო

მსგავსი სიახლეები