ტრაგედია კასპში - მდინარემ ავტომობილი გაიტაცა, არის მსხვერპლი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მდინარე კავთურამ ავტომობილჯ გაიტაცა, სადაც სამი პირი იჯდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ერთ-ერთი მათგანი მეხანძრე-მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. რაც შეეხება დანარჩენებს, სამიდან ერთმა მდინარიდან გამოსვლა შეძლო, ხოლო კიდევ ერთს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ეძებენ.