რატომ აიძულებენ საჯარო მოხელეებს კალაძის პოსტის დალაიქებას? - "პირველების" კითხვამ ბაღის დირქტორები გააღიზიანა
რატომ აიძულებენ თანამშრომლებს, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების პოსტები დაალაიქონ? - "პირველები" N 123 ბაღში მივიდა, სადაც ბაღის დირექტორთან, ხათუნა ახობაძესთან გასაუბრება სცადა. თავდაპირველად ახობაძემ ტერიტორიის ავტომობილით დატოვება სცადა, თუმცა საბოლოოდ, კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწია.
ბაღის დირექტორი ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული იფნორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ არავის აიძულებს, კახა კალაძის პოსტი დაალაიქონ ან გააზიარონ.
ეგ ხომ მტკნარი სიცრუეა! ჯერ ერთი მე არავისთვის არაფერი დამიწერია. არ გემალებოდით, თქვენ ხომ უსაქმურები ხართ. არ მაინტერესებს მე თქვენს ტელეფონში რა ინფორმაციაა, ფეიკია რაღაცა. რა ვალდებული ვარ, ადამიანო, მე შენ რამე დაგიმტკიცო? ვინ ხარ შენ, რომ მეჭრები?! არანაირი მორალური უფლება არ გაქვს! თვალები გაქვთ სამი ოთხზე! ჩაიხედეთ სარკეში! ჩემი პასუხია, რომ მე არავის არაფერი დავაძალე, არც ვთხოვე! გაწიე ეგ მიკროფონი, დამამშვიდებლები დალიეთ!, - უთხრა ახობაძემ "პირველების" ჟურნალისტს.
"პირველები" ასევე თბილისის 103-ე ბაღის დირექტორსაც დაუკავშირდა, რომელიც ასევე პედაგოგებს კალაძს პოსტის დალაიქებს აიძულებდა. მზია კოტიაშვილი ამბობს, რომ მას გამოხატვის თავისუფლება აქვს.
ეს ჩატი გატეხა ვიღაცამ, მე არ დამიწერია არაფერი და არც მაინტერსებს. ნამდვილად არ ვწერ მე. აზრის გამოხატვის უფლება, მემგონი, ყველას აქვს, თქვენი საქმე არ არის!, - ამბობს ბაღის დირექტორი.
"არა რუსულ კანონს! კი - ევროპას! კი - გამჭვირვალობას!" - საჯარო მოხელეებს თბილისის მერის კახა კალაძის პოსტების მოწონებას აიძულებენ.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, რომელიც ასახავს 123-ე მწვანე ბაღის ჯგუფურ ჩატში მიმოწერას, სადაც სავარაუდოდ, დირექტორი ხათუნა ახობაძე სთხოვს თანამშრომლებს, რომ კალაძის სტატუსი დაალაიქონ და თან ურთავს თბილისის მერის სტატუსს.