11 მაისი, 19:00 საათი - დიდი მანიფესტაციისთვის მზადება მთელს ქვეყანაში დაწყებულია

08.05.24 12:09
11 მაისი, 19:00 საათი - დიდი მანიფესტაციისთვის მზადება მთელს ქვეყანაში დაწყებულია

11 მაისი, 19:00 საათი - დიდი მანიფესტაციისთვის მზადება მთელს ქვეყანაში დაწყებულია. საქართველოს მოქალაქეები დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან და ევროპის მოედნისკენ გაემართებიან.

დემონსტრაციას "მარშით ევროპისკენ" რეგიონებიც უერთდებიან, თუმცა მთავარ აქციამდე პროტესტი ქვეყანაში არ შეწყდება.

რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტისთვის დღეს გორში, ბორჯომში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშიც ემზადებიან.

ეს ბრძოლა არის განგრძობადი. ეს არ არის ერთ დღიანი აქცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება ძალიან ბევრი ღონისძიება მაშინ, როდესაც დაგვჭირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანების მობილიზაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იქნება მესამე მოსმენაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მესამე მოსმენით კანონი არ მიიღო. ამის შემდეგ არის კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც უკავშირდება ვეტოს დაძლევას და აქაც მნიშვნელოვანი იქნება მაქსიმალური აქტიურობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. მთავარია ვიცოდეთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდები, აქტივისტები, არასამთავრობო სექტორი და უბრალოდ გულანთებული ადამიანები გამოდიან აქციებზე და ეწინააღმდეგებიან ჩვენი ხელისუფლების კურსს, რომ საქართველო წაიყვანონ რუსეთის მიმართულებით და დააშორონ ევროპას", - ამბობს ეკა გიგაური.