როგორც ჩანს, შენც მოძალადე პრემიერის მხარეს ხარ, როგორც ჩანს კი არა, ასეა - მათე კირვალიძე კალაძეს

13.07.21 15:10
როგორც ჩანს, შენც მოძალადე პრემიერის მხარეს ხარ, როგორც ჩანს კი არა, ასეა - მათე კირვალიძე კალაძეს

,,პრეზენტაციას მოძალადე პარტიის სახელით როგორ აპირებ, რომ ამ ქალაქში კენჭი იყარო?" - ტელეკომპანია ,,ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი თბილისის მერს მიმართავს. მათე კირვალიძეს აინტერესებს, რატომ არ მივიდა კახი კალაძე ტვ პირველის ოპერატორისთვის პატივის მისაგებად.

მინდა, მივმართო თბილისის მერს, კახი კალაძეს, რომელზეც მე 2 წლით ვარ უფროსი, მინდა, შენობით მივმართო. კახი ძვირფასო, რად გიღირს იმ ქალაქის მერობა, რომელსაც შენ სიყვარულის ქალაქი დაარქვი? რად გიღირს იმ ქალაქის მერობა, რომელსაც სიცოცხლის ქალაქი დაარქვი? აღმოჩნდა, რომ ეს არც სიცოცხლის, არც სიყვარულის ქალაქია. სადა ხარ, შენი ფეისბუქგანცხადებები აღარავის აინრტერესებს. თუ მართალი იყავი საკუთარ სინდისთან, მოსულიყავი ამ ხალხთან, არავინ არაფერს გეტყოდა. მაგრამ როგორც ჩანს, შენც მოძალადე პრემიერის მხარეს ხარ, როგორც ჩანს კი არა, ასეა - ამბობს მათე კირვალიძე.